დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. საქმიანი ვიზიტით საქართველოს დელეგაცია ორი დღით გაემგზავრა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლობა მწვავედ დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს.
საუბარია ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციასა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის გაგრძელებაზე.
„ქართული დელეგაცია ძირითად ყურადღებას გაამახვილებს ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, კერძოდ ეს ეხება ცხინვალის რეგიონში დაანონსებულ ე.წ. რეფერენდუმს, ასევე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის გამალებულ შეიარაღებაზე, ასევე აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელების დახურვაზე, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა იქ მაცხოვრებელი ეთნიკური მაცხოვრებლების მდგომარეობა“, - განაცხადა დავით დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






