ზურაბ პატარაძემ სოფელ ოქრუაშვილებში კულტურის სახლი გახსნა
პოლიტიკა - 20:45, 27 Mar, 2017     618

ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში ზურაბ პატარაძე სოფელ ოქრუაშვილებს ესტუმრა, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის მასშტაბით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებსაც გამოეხმაურა. ზურაბ პატარაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ აჭარის მოსახლეობას ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან დღეს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ულოცავს.

„საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკისა და დაუღალავი შრომის შედეგია. უახლოეს მომავალში საქართველოსთვის გაიხსნება 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის წარმოებისა და ექპორტის გაზრდას“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ოქრუაშვილების კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე, კურორტ „გოდერძის“ განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტზეც ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სერვისის სფეროში დაგეგმილი გადამზადების უფასო კურსების ძირითადი ნაწილი სწორედ მთიანი აჭარისკენაა მიმართული. გადამზადების კურსები მაღალმთიან სოფლებში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42