"ჩვენ რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ" - უგულავა ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 16:37, 27 Mar, 2017     694
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა, საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს დღე ყველასთვის ბედნიერია, რადგან რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ.

,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ ევროპაში და ნახონ ყველაფერი, რასაც ევროპული ცივილიზაცია გვთავაზობს. მინდა მივულოცო ასევე საქართველოს ყველა მთავრობას დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას წვლილი სხვადასხვაა, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად ბედნიერი დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ. ვისურვებ, რომ ეს იყოს დიდი დასაწყისი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის დიდი ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის. საქართველომ შეიტანოს თავისი წვლილი და სრულფასოვნად დამკვიდრდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, განვითარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნორმალურ, ცივილიზებულ თანაარსებობას მეზობელ სახელმწიფოებთან’’, - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42