ახალი სასწავლო გეგმა ძველი წიგნებით - რას აცხადებენ უმრავლესობასა და ჯეჯელავას უწყებაში
პოლიტიკა - 15:48, 27 Mar, 2017     1719
საქართველოში სასკოლო განათლება უკვე წლებია კრიტიკას ვერ უძლებს, ამას ემატება სასკოლო სახელმძღვანელოების დაბალი ხარისხი და ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით 2 წელია არ ამოქმედებულა.

როგორც „ნიუპოსტს“ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი უყვება ქვეყანაში ბოლო 6 წელია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეცვლილა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, გაცილებით მძიმე ვითარებაა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც სწავლება ასევე ძველი გეგმით მიმდინარეობს.

დღესვე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდეს დროულად იზრუნოს სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრისთვის.

"ნიუპოსტმა" ახალი სასწავლო გეგმის გარეშემო შექმნილ კითხვებზე პასუხისთვის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს მიმართა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა ბოლო 6 წლის მანძილზე არ შეცვლილა.

დეპუტატი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა გასულ წელს დამტკიცდა და ის უკვე მოქმედებს.

"განახლებული სასწავლო გეგმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან 2016 წელს უკვე დამტკიცდა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეული სკოლა ვალდებულია სასკოლო სასწავლო გეგმა შეიმუშაოს, რომელიც თანხვედრაში იქნება ეროვნულ გეგმასთან და სწორედ ამ გეგმების საფუძველზე ხდება სკოლებში სასწავლო პროცესის წარმართვა. ეს არის სტანდარტული პროცედურა. ამდენად დღევანდელი კანონმდებლობით პრაქტიკულად გამორიცხულია ისეთი ვითარება, რომ სკოლას არ ჰქონდეს დამტკიცებული სასწავლო გეგმა და ისე ხორციელდებოდეს სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება შედარებით მოძველებულ სასწავლო გეგმების არსებობას, მარიამ ჯაში ამბობს, რომ ეს ძირითადად ეხება ეთნიკურად უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებს.

"არ რაიონებში ეროვნული სასწავლო გეგმების განახლება წლებია ნამდვილად არ მომხდარა. ამ საკითხთან მიმართებით ძალიან აქტიური ღონისძიებები ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ჩვენც, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი უახლოეს პერიოდში გავმართავთ სპეციალურ შეხვედრას, რომელიც მიეძღვნება განათლების სისტემის გამოწვევებს ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვის"- აღნიშნა პარლამენტარმა.

"ნიუპოსტი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არსებობს, თუმცა ამავე გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც სასწავლო სახელმძღვანელოების გამოცვლას ითვალისწინებს, დროში ვერ მოესწრო.

"ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა 2016 წელს უკვე დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ იყო საკმარისი, რომ ამ ახალი გეგმის გათვალისწინებით შექმნილი ახალი სახელმძღვანელოები გვქონოდა, იმიტომ რომ დრო იყო ძალიან ცოტა. ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნისთვის დროში არ უნდა ვიყოთ შეზღუდულები. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ისევ იმ სახელმძღვანელოებით ისარგებლებდნენ სკოლები და სკოლის მოსწავლეები. ამ ერთი წლის განმავლობაში მეტი დრო გვექნება, ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით"- აცხადებენ ჯეჯელავას უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42