,,პისტოლეტით შვილის საწოლთან იდგა, ჩასძახოდა, მომიჭირე ხელიო!“ - შვილის სიცოცხლისთვის მებრძოლი მამა
სოც.მედია - 15:31, 27 Mar, 2017     33264
ამერიკელი მამა-შვილის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ისტორიამ გულგრილი არავინ დატოვა, ამბავი იმის შესახებაა, თუ რა დიდი ძალა აქვს იმას, რომ საყვარელი ადამიანის გადარჩენის იმედი არასოდეს დაკარგო:

"ეს ამბავი შარშან მოხდა, გაზაფხულზე. ტეხასელ ჯორჯ პიკერინგს სავადმყოფოდან დაურეკეს და საშინელი ამბავი შეატყობინეს: მისი 27 წლის ვაჟი, რომელიც ინსულტის გამო კომაში იყო, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გაეთიშათ.

როგორც გაირკვა, ექიმებს კონსილიუმი მოეწვიათ და დაედგინათ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ტვინი უკვე მკვდარი იყო და მას აღარაფერი ეშველებოდა.

ჯორჯ პიკერინგი ბღაოდა და ექიმებს ევედრებოდა, არ მოეკლათ მისი შვილი. მაგრამ სამედიცინო კომისია შეუვალი აღმოჩნდა.

უბედურმა მამამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, იარაღი აიღო, ქურთუკქვეშ დამალა და კლინიკაში ისე მივიდა. რეანიმაციულ განყოფილებაში დაუდასტურეს, რომ სამედიცინო კომისია იმავე დღეს აპირებდა უიმედო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის აპარატიდან გათიშვას.

მაშინ სასოწარკვეთილმა და გამძვინვარებულმა მამამ პისტოლეტი იშიშვლა და ექიმებს გამოუცხადა:

— ყველას დაგხოცავთ, ვინც აპარატს შეეხებით, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ამ პისტოლეტის იმედით ვარ მოსული!

და მედპერსონალმა სასწრაფოდ დატოვა პალატა. ჯორჯ პიკერინგ უფროსი მომაკვდავ შვილთან მარტო დარჩა.

დარჩა და იმ წუთიდან დაიწყო გამწარებული მამისა და პოლიციის ოთხსაათიანი დაპირისპირება.

სპეცრაზმმა კლინიკას ალყა შემოარტყა და ჯორჯ პიკერინგს იარაღის დადება და დანებება მოსთხოვა. ის კი, პისტოლეტმომარჯვებული, შვილის საწოლთან იდგა, მის ხელს ჩაფრენოდა, მხურვალედ ლოცულობდა, ღმერთს შვილს ავედრებდა და ბიჭს ჩასძახოდა, თუ ჩემი გესმის, ხელი მომიჭირეო.

ფანჯრებს მიღმა კი პოლიცია და სპეცრაზმი იმუქრებოდნენ და განუწყვეტლივ მოითხოვდნენ დანებებას.

— მომიჭირე ხელი, მომიჭირე ხელი! — იხვეწებოდა მამა.

— დაყარეთ იარაღი და დაგვნებდით! — მოითხოვდა პოლიცია.

წუთი წუთს მისდევდა, სპეცრაზმის კლინიკაში შეჭრის საფრთხე იზრდებოდა, მაგრამ შვილის სიცოცხლისთვის მებრძოლი მამა ფარხმლის დაყრას არ აპირებდა.

— მომიჭირე ხელი, ვიცი, რომ გესმის ჩემი, მომიჭირე ხელი! — ჩასძახოდა პიკერინგი ბიჭს და…

ჰოი, საოცრებავ! მამამ შვილის ხელის მოძრაობა შეიგრძნო. თხოვნა გაუმეორა და შვილმაც ისევ მოუჭირა ხელი, მერე ისევ და ისევ…

ჯორჯ პიკერინგ უფროსმა იარაღი დადო და პოლიციას ბედნიერი ჩაბარდა.

— ოთხჯერ მომიჭირა ხელი, ოთხჯერ! დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შვილის ტვინი ცოცხალი იყო — მამა ვარ და ტანით ვგრძნობდი, რომ არ მოკვდებოდა, — ამბობდა ჯორჯი, რომელსაც ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ სწორად მოიქცა, როცა ექიმებს შვილის აპარატიდან გათიშვის ნება არ მისცა — დიახ, თუნდაც იარაღის მუქარით.

არადა, ამ ინციდენტამდე საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ორგანოების დონორობაზე ცდილობდა მასთან მოლაპარაკებას!

— ახლა ვეღარავინ იტყვის, რომ ჩემი შვილის ტვინი მკვდარია, — ამბობდა გახარებული ჯორჯი და თვინიერად მიჰყვებოდა პოლიციას…

ჯორჯ პიკერინგ უმცროსი იმავე საღამოს გამოვიდა კომიდან, თვალები გაახილა, დედას შეხედა და უთხრა:

— მიყვარხარ, დე.

ოთხსაათიან ბრძოლაგადატანილ მამას კი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეუმსუბუქეს და სწორედ ამ დღეებში გაათავისუფლეს ციხიდან.

— კი, კანონი დაარღვია, მაგრამ სიყვარულის გამო მოიქცა ასე და რომ არა ის, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, — ღიმილით ამბობს უმცროსი პიკერინგი, რომელიც საოცრად ჰგავს მამას და რომელიც დღეს სრულიად ჯანმრთელია."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42