"ფადი ასლი სასამართლოს მიზანმიმართულად აშანტაჟებს"- გიგა კვერენჩხილაძე
პოლიტიკა - 13:50, 27 Mar, 2017     2830
სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ იურისტმა გიგა კვერენჩხილაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მკვეთრად ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ხელმძღვანელის ფადი ასლის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისადმი და იგი სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ფადი ასლი სს „თბილისის თამბაქოს“ და სს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ დაუშვებს უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ.

გიგა კვერენჩხილაძემ ბრიფინგზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ხელმძღვანელის ფადი ასლის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლო და პროვოკაციული უწოდა და იგი მოსამართლის ღირსებისა და პატივის გამიზნულ შელახვაში, სასამართლოს დისკრედიტაციასა და მოდავე მხარეზე დაუსაბუთებელი და მიკერძოებულ თავდასხმაში დაადანაშაულა.

ფადი ასლის მხრიდან ამგვარი გამოხდომები, სამწუხაროდ, ახალი არ არის ბიზნეს-საზოგადოებისთვის. სასამართლოსა და მთავრობის დაშანტაჟებას ბატონი ფადი ასლი წარმატებით ახორცილებდა შევარდნაძის დროს, ჰქონდა მცდელობები სააკაშვილის პერიოდშიც და ცდილობს დღესაც.

ახალი, ბატონ ასლის განცხადებებში, მისი ფობიური და დისკრიმინაციული პასაჟებია, როცა ამბობს, რომ არ დაუშვებს უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ, მაგრამ სრულ იგნორს უკეთებს იმ უდაოდ დადასტურებულ ფაქტს, რომ ჩვენს შემთხვევაში, მიმტაცებლები სწორედ უცხოელი ბიზნესმენები არიან“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

ს.ს. „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატის განცხადებით, საქმე ის არის, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიებმა დაიწყეს სიგარეტების რეალიზაცია თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე ნაკლებ (დემპინგურ) ფასად. ამ ფაქტმა კი განაპირობა, რომ განუხრელად მცირდებოდა ქართული წარმოების წილი სიგარეტის ბაზრის არათუ საშუალო, არამედ დაბალ სეგმენტშიც, სადაც იგი წლების განმავლობაში სოლიდურად იყო წარმოდგენილი. ამის პროპორციულად იზრდებოდა იმპორტირებული სიგარეტის წილი.

კვერენჩხილაძის ინფორმაციით, დადასტურებული ფაქტია, რომ თუ 2013 წელს საქართველოში თამბაქოს ბაზრის 35 პროცენტი ქართულ წარმოებაზე მოდიოდა, 2014 წელს იგი 28 პროცენტამდე შემცირდა, 2015-ში- 16 პროცენტამდე და 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 6 პროცენტამდე.

„ფადი ასლის საპასუხოდ, მინდა ვთქვა, რომ რეალურად ასეთია არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციისა და უსამართლო დემპინგური ფასების გამოყენებით ქართული წარმოების გამიზნული მკვლელობის სავალალო ქრონიკა. ასეთი დანაშაულებრივი სქემები პირდაპირ უთხრის ძირს ქართული წარმოებას და საზოგადოება იმის თაობაზე მაინც უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ფადი ასლი და მისი პარტნიორები, საკუთარი საქმიანობით და განცხადებებით, ქართული წარმოების სამტრო საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ

მისივე თქმით, ანალოგიური დანაშაულებრივი სქემები მათ ოპონენტებს მთელს მსოფლიოში აქვთ აპრობირებული და ყველგან, სადაც საკუთარი თავის პატივისმცემელი ხელისუფლებაა, ასეთი ქმედებებისთვის ეს კომპანიები ასეულობით მილიონი დოლარით არიან დაჯარიმებული.

„როგორც ჩანს, ბატონ ასლის აღიზიანებს, რომ ჩვენც მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად სასამართლოს მეშვეობით ვცდილობთ აღვადგინოთ სამართლიანობა. მართალია, მიყენებული ზარალისთვის, ჩვენს ოპონენტებს ჯერ მხოლოდ, პირველმა ინსტანციამ დააკისრა 92 მილიონი ლარი, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ხელისუფლება არ დაყვება ფადი ასლის უპრეცედენტო ზეწოლას და უზრუნველყოფს ჩვენთვის თანაბარ პირობებს და სამართლიან სასამართლოს.

ბატონ ასლის და ოპონენტებს კი მოვუწოდებთ დაუბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეს და ნუ შეექმნებათ შანტაჟით მიზნის მიღწევის ცრუ იმედი. ჩვენ არათუ ბოლომდე მივიყვანთ დავას, არამედ ჩვენს წვლილს შევიტანთ უზნეო ბიზნესმენებისგან ქართული წარმოების დაცვის საქმეში და საზოგადოებას დავანახებთ ვინ უჭერს მხარს ქართულ წარმოებას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, მათი ოჯახების კეთილდღეობას და რა ინტერესები დგას ფადი ასლისა და ინვესტორის ყალბ მანტიას ამოფარებული სხვა არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მიერ აგორებული საინფორმაციო კამპანიის უკან“, - განაცხადა ბრიფინგზე სს „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42