ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიხსნა
პოლიტიკა - 13:17, 27 Mar, 2017     973
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესმრულებელმა, დავით გუნაშვილმა გახსნა. მან ადამიანური რესურსების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. სემინარში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სემინარის მიზანს თავდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ცნობიერების ამაღლება, საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავება და პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს.

ოთხი დღის განმავლობაში, აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის ლექტორი, უილიამ ჰათჩი მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ამერიკულ მოდელს გააცნობს და ყურადღებას იმ საკითხებზე გაამახვილებს, რაც ადამიანური რესურსების სისტემის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია. სემინარი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და დისკუსიების გამართვასაც ითვალისწინებს.

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარება ნატო-საქართველოს ერთობლივი არსებითი პაკეტის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა. სკოლის ამოცანაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42