მიმდინარე წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. საზეიმო თარიღისთვის მზადება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტში დაწყებულია. დღეს ღამიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.
უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოგზაურობა შესაძლებელია 180 დღის განმავლობაშ 90 დღის ვადით. უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც:
“მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციის შედეგს და ეს არის ახალი შედეგის მომტანი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ახალი შესაძლებლობების მომტანი სტუდენტებისთვის, ხელოვანებისთვის, ბიზნესმენებისთვის და რაც მთავარია, ეს არის უდიდესი პოლიტიკური შედეგი. ეს შესაძლებლობა მოქმედებს ყოველი 180 დღის განმავლობაში 90 დღით, ეს 90 დღე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სრულად ან 180 დღის განმავლობაში ნებისმიერი პერიოდულობით. მთავარია, რომ ვადა არ იქნეს დარღვეული,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






