განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს.
აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი შეიკრიბნენ, მათ შორის არიან მინისტრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მერიის წარმომადგენლები.
„სერიოზული და მნიშვნელოვანი მიზეზი გვაქვს და საფუძველი ამ ზეიმის. ის მნიშვნელოვან ნაბიჯს უკავშირდება ჩვენი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი და საშუალება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომ ეს კოორდინაცია, ეს კომუნიკაცია შედგეს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან,“ - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე.
დღეს, აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილი ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის გათამაშება და სიურპრიზიც არის დაგეგმილი.
საზეიმო ღონისძიებები, სახელწოდებით „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“, “ახალ ტფილისში” 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდება.






მასალის გამოყენების პირობები






