"ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა, სანამ რუსთავი 2- ში მოვიდოდი, გრცხვენოდეთ თქვენი იაფფასიანი სპეკულაციების" - გვარამია
სოც.მედია - 17:39, 25 Mar, 2017     19677
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც მისი "ხელფასი ალაპარაკებს":

"1. ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა და 8 საათიანი სამუშაო დღე, სანამ რუსთავი 2- ში მოვიდოდი;

2. ჩემი, როგორც დირექტორის მოვალეობაში (და ზოგადად არც ერთი დირექტორის მოვალეობაში), ტრიბუნებზე, მიტინგებზე და ბრიფინგებზე დგომა არ შედიოდა არც კონტრაქტის დადებისას და არც ახლა. სხვის საკუთრებას ვიცავდი იმის სრული რწმენით, რომ სწორად ვიქცევი გუნდის, მაყურებლის და ქვეყნის წინაშე;

3. ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-შიც შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი დირექტორი. გამიშვებდნენ, 5 მილიონი დოლარი მერგებოდა კომპენსაცია, თვითონ წავიდოდი - 2.5 მილიონი დოლარი. ასეთი დაცვის გარანტიები ჩამიდო დამქირავებელმა კონტრაქტში ჩემივე მოთხოვნით. სხვაგვარად სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას ვერ მივიღებდი.

4. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ რ2ში სიტუაციის ასარევად დაწყებულ ჩემი ხელფასით სპეკულაციებს, დღეს აგრძელებენ ის ადამიანები, ვისი საკუთრებაც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების რისკის ფასად დავიცავი და დღემდე ვიცავ. და ასევე ის ადამიანები, რომელთა ხმას ვერავინ გაიგებდა, რომ არა გუნდის და ჩემი ეს თავგანწირული ბრძოლა.

გრცხვენოდეთ თქვენი იაფფასიანი სპეკულაციების და ისიც გახსოვდეთ, რომ 20 ათას დოლარიანი ხელფასი ნამდვილად არც მიკვირს და არც ჩემი შესაძლებლობის ზღვარია. დღემდე მაქვს ბევრად უკეთესი შემოთავაზებები, ფულზე ყველაფრის დამყვანო ხამებო" - წერს გვარამია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42