„მე ვფიქრობ ყველაფერი ხდება ღვთის განგებით და ღვთის ნებით. საოცარია, რომ პირველად შეიძლება ეკლესიის ისტორიაში სახელმწიფო აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ავტოკეფალია ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმ ერს და მეხუთე საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა. ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა, დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ჩვენ ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო? ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი ეკლესია და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე - კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომელიც დღეს აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავს“, - განაცხადა ილია II-მ.
მასალის გამოყენების პირობები






