"ალგეთის“ ბაზაზე ღია კარის დღე და საჩვენებელი სწავლება გაიმართა
პოლიტიკა - 15:34, 25 Mar, 2017     1523

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც განახლებულ „საბრძოლო მომზადების კურსს“ გადიან „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო.

სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებმა ინსტრუქტორების დახმარებით საკუთარი ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს.


საჩვენებელი სწავლების დროს რეკრუტების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში საკუთარი ძალებიც მოესინჯათ. მოხალისეებმა სამხედრო ფორმა მოირგეს და რეკრუტების მსგავსად სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს.


„ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 680 რეკრუტი გადის. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს, ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დადებს. კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება ექნებათ. ახალწვეულები მონაწილეობას სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42