სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი მდინარეში იპოვეს
შემთხვევა - 13:10, 25 Mar, 2017     29813
სენაკში, მდინარე ტეხურაში და მიმდებარე ტერიტორიაზე 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს. როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე შესაბამისი პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც, მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

8 წლის მოზარდის, ნიკა გაბეჩავას მშობლები შვილის მკვლელობაში მათივე მეზობელს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა ბიჭი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდო.

როგორც "ნიუპოსტს" მეზობლებმა განუცხადეს, გაბეჩავები საერთო საცხოვრებელში ქირით 5 თვის წინ გადმოვიდნენ. 8 წლის მოზარდი 30 წლამდე დაკავებულს ემეგობრებოდა, ისინი ხშირად ერთად აგროვებდნენ ჯართს.

როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დაკავებულ პირს ორთვიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა.

8 წლის ბიჭი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაუჩინარდა. მოზარდს გულის პრობლემები აღენიშნებოდა. ოჯახი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ამიტომ არასრულწლოვანი ბოთლებსა და ჯართს ხშირად აგროვებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42