ვინ შევა შპს რუსთავი 2 -ის გუნდში - არხი ძმები ყარამანიშვილების წინადადებას დათანხმდა
პოლიტიკა - 12:12, 25 Mar, 2017     11287
ტელეკომპანია რუსთავი 2- არხის წილწბის 91% -ის მფლობელების ლევან და გია ყარამანიშვილების წინადადებას დათანხმდა.

რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელი შ.პ.ს. ტელეკომპანია საქართველოს აქციების საკონტროლო პაკეტის არხის თანამშრომლებისთვის გადაცემა უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა.

"ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზება ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი რევოლუციურია. ეს არის პრაქტიკულად არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემას. 51 % რუსთავი 2 -ში არის შპს საქართველოს ხელში ეს არის არხის კოლექტივისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემას ნიშნავს. ანუ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის წარმართვაში. ლევანმა და გიამ ნადმდვილად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ორშაბათს შპს "რუსთავი ორის გუნდი დაფუძნდება", რომელიც 51 %-იანი წლის მფლობელი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დააფუძნებს შპს-ს გვარამიამ აღნიშნა, რომ ამას დღეს, 19:00 საათზე არხის კოლექტივი გადაწყვეტს.

"ორ ვარიანტს ვიხილავდით, პირველ ვარიანტში იყო, რომ მექანიკურად გაყოფილიყო ეს 51 % ან ან შპს-მ წაიღოს, რომლის დამფუძნებლები ვიქნებით ჩვენ. პირველი ვარიანტი ჩვენი აზრით წამგებიანია. იმდენად რამდენადაც 2 %-იანი წილის მფლობელიც კი, რომ 49% პროცენტის მფლობელთა მხარეს გადავიდეს, ანუ იქით აღმოჩნდება 51%. ეს განხეთქილებასაც შემოიტანდა გუნდში და გარკვეულ რისკებსაც წარმოშობდა, რომ ჩვენ ამ 51 %-ს დავკარგავდით. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს 51 % იქნება შპს რუსთავი 2 -ის გუნდის ხელში და თუ ვინ იქნება ეს გუნდი, რამდენი ადამიანი დააფუძნებს ამ შპს-ს ეს კოლექტივმა უნდა გადაწყვიტოს. ამას დღეს, შვიდ საათზე რუსთავი 2 -ის სრულ შეკრებაზე გადავწყვეტთ"- აღნიშნა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ შპს-ში გაერთიანებული ადამიანების ინტერესი დივიდენდების მიღება არ იქნება.

„უძირო ხრამია რუსთავი 2 და არხის მოგება მის გადაიარაღებას ხმარდება“ - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიამ იქვე აღნიშნა, რომ ძმებ ყარამანიშვილების ნებართვის გარეშე, ახალ შპს-ს ქონების გასხვისების უფლება არ ექნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42