საქართველოს საკითხი აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში - თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 11:34, 25 Mar, 2017     1296
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც.როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას.

”გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე.

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატი ხაზსს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამავე რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და ზოგადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხი.

„ეს ყველაფერი, ჩვენ გვაძლევს პირველ რიგში იმის შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და უზრუნველვყოთ მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა მიღჭეული წარმატება დიპლომატებს ეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების უზრუნველყოფაში მათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; აღიარებულია მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების მიმართულებით; გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ვერ შედიან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42