სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ - პრემიერი
პოლიტიკა - 10:02, 25 Mar, 2017     1058
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და აღნიშნული თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ავტოკეფალიის აღდგენამ ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა, რასაც ერთი წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.

"ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენთვის სათაყვანებელ სარწმუნოებას, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეკლესიაში იყო თავმოყრილი ქართველი კაცის სულიერი საზრდო, ჩვენი სულიერი საგანძური და ამ განძის გადარჩენა, იმპერიული მარწუხებისგან მისი დახსნა მხოლოდ თავგანწირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია, სასულიერო პირები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს, ამბობდნენ თავიანთ სიტყვას, იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურებაც გახლავთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ის, რომ 1990 წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცდა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს საქართველო თანამედროვე, ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2017 წელი გამორჩეულია, რადგან ერთდროულად აღინიშნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლის იუბილე. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ თარიღებს მიეძღვნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები - გაიმართება „საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნისა და კონფესიების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, სამეცნიერო და კულტურული წრეების თვალსაჩინო მოღვაწეები.

საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციას საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, წმინდა სინოდის წევრები, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42