ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკიტხს ეხმაურება. აპატურაი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები მიუღებელია:
„რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები შემაშფოთებელია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს საკითხი განიხილა ყველა აქ ჩამოსულ მინისტრთან და საჯაროდაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, მოკავშირეების პოზიცია მტკიცეა, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, მაგრამ რეალობა ისაა, რასაც ქართველები საკუთარი თვალით ხედავენ. ეს არის რუსეთის მხრიდან მცოცავი ნაბიჯები, მაგალითად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ძალების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაცია. საქართველო დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და არცერთ ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან არ ვაღიარებთ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






