მედიაგარემოს თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. რუსთავი 2-თან საუბრისას აპატურაიმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი უმთავრესი პრინციპი მედიის თავისუფლებაა:
„იცით, რომ სასამართლოს საქმეებზე კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი მედია და მედიის მრავალფეროვანი სპექტრის არსებობა მნიშვნელოვანია ნატოს წევრებისთვის, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფიან, ეს არის დემოკრატიის სიჯანსაღის ფუნდამენტური ელემენტი. ბევრმა საერთაშორისო მოთამაშემ გააკეთა კომენტარი ამ კონკრეტულ საქმეზე. ნატო-ს კომპეტენცია ეს არ არის, მაგრამ მედიის თავისუფლელბა ჩვენი უმთავრესი პრინციპია“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






