„ქართული ეკლესია და საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განვითარების იდეა არის განუყოფელი“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 20:22, 24 Mar, 2017     1131

„ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და არის იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და წინსვლისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიამ თვითმყოფადობის შენარჩუნება ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეძლო. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და სიძლიერისთვის ბრძოლა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. ასი წლის წინ ეს ბრძოლა ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს ერთი წლით უსწრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს თარიღებიც ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იდგა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას ვერც საბჭოთა რეპრესიული მანქანა ვერ მოერია. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებაზე და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვენი.

„განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ღვაწლი საქართველოს თავისუფლებისა და აღორძინებისთვის ბრძოლის საქმეში უწმინდესო და უნეტარესო, თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დოკუმენტს 1990 წელს ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1 წლით ადრე მსოფლიო პატრიარქმა მოაწერა ხელი. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საქართველოს ეკლესიას და მის ავტოკეფალიას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ქართული ეკლესია და საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განვითარების იდეა არის განუყოფელი. გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს. მჯერა, რომ ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფას. ქართული სახელმწიფოს თავისუფალი განვითარება და მისი ადგლის დამკვიდრება თავისუფალ სამყაროში - გარდაუვალია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეკლესია კვლავ შეასრულებს განსაკუთრებულ როლს საქართველოს აღორძინების საქმეში“,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42