სასულიერო პირები მოსამართლის წინაშე არ დაიკითხებიან - სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარეს პასუხობს
პოლიტიკა - 20:07, 24 Mar, 2017     1207
ე.წ „ციანიდის საქმეზე“ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2017 წლის 23 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა ე.წ „ციანიდის საქმეზე“ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის შუამდგომლობაში უგულებელყოფილი იქნა არაერთი არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმის მოთხოვნები.
ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რის გამოც შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული, არის ის, რომ შუამდგომლობა წინააღმდეგობაშია მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ძველი, კერძოდ, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად, რაც სასამართლოში მოწმის დაკითხვას არ ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შუამდგომლობა არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, მეტიც ცალსახად ეწინააღმდეგება მას.

ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა შესაბამისობაში რომც ყოფილიყო ზემოაღნიშნულ საპროცესო ნორმებთან, არ იყო გათვალისწინებული და დაცული სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვის ახალი წესი, კერძოდ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნები. დაცვის მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს პირის მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვის შუამდგომლობით მხოლოდ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ეს გარემოებებია: 1. თუ არსებობს მოწმის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს; 2. იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს; 3. არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს; 4. ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ადვოკატის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში და თანდართულ მასალებში კი არცერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ იყო სახეზე, რის გამოც შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლისა და 332-ე მუხლის იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ იქნა დაკმაყოფილებული."




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42