კახა კახიშვილი ბელორუსის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა
პოლიტიკა - 19:53, 24 Mar, 2017     1129

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლების სისხლის სამართლებრივ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების კუთხით, რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა.

„2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვა, პატიმართა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა. შედეგად, დღეს სასჯელაღსრულების სისტემა აღარ არის ორიენტირებული პირის მხოლოდ იზოლაციაზე, არამედ ხელს უწყობს მის რესოციალიზაციას საგანმანათლებლო, დასაქმების და სხვა სახის პროგრამებით, რათა ის რეაბილიტირებული დაუბრუნდეს საზოგადოებას“, - განაცხადა მინისტრმა და მზადყოფნა გამოთქვა, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანაშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.

ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„დღევანდელ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. კომუნიკაციის განვითარებას საელჩო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენ თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხითაც შეგვიძლია, ასევე, წარმოების განვითარების ორგანიზების მხრივ, ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა.

მხარეებმა შეხვედრაზე სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და თანამშრომლობის მიმართულებები გამოკვეთეს. ბელორუსის რესპუბლიკის ელჩმა კახა კახიშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში მიიწვია. თავის მხრივ, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს ბელორუს კოლეგებს საქართველოში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42