პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადებას მოითხოვს
პოლიტიკა - 17:18, 24 Mar, 2017     1603

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ.

„მოცემულ საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის: ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის. ამასთან ჩამოთვლილი ექსპერტიზების დასრულებისა და შესაბამისი დასკვნების მიღების შემდეგ, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე საქმეზე დასაკითხია არაერთი მოწმე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩასატარებელი ამ და სხვა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადა არ არის საკმარისი, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე საგამოძიებო და შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით - ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 24 მარტს საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქმეზე განსაზღვრული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42