ტალღისებრი შეტევა პრეზიდენტზე - ,,ხელისუფლებაში მოსალოდნელია გადაადგილებები და ეს ადამიანები ვიღაცას თავს აწონებენ"
პოლიტიკა - 17:09, 24 Mar, 2017     3601
პრეზიდენტის ინსტიტუტის მისამართით უკანასკნელი დღეების მანძილზე მმართველი გუნდის რიგებიდან აქტიური ბრალდებები ისმის. მას შემდეგ რაც ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნა, უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ არ უნდა მიუთითებდეს თუ რა შესწორებები უნდა შეიტანოს კანონში.

არსებულ სიტუაციას გუშინ გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა და მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს შოუ უწოდა. მან განაცხადა, რომ იგი ამ შოუში ჩართვას არ აპირებს, რადგან ეს ყოველივე ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემების გადაფარვის მცდელობაა.

„ნიუპოსტი“ სიტუაციის შესაფასებლად ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბრალდებები შესაძლოა მართლაც ისმოდეს პრობლემების გადასაფარად, მაგრამ არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ხორციელდება ერთგვარი შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე:

„ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ხდება ეს საკმაოდ არაადეკვატური, უადგილო, უსაფუძვლო შეტევები პრეზიდენტზე. სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ გადაიფაროს სხვა პრობლემები.

არ ვფიქრობ, რომ ეს შეტევები ვეტოს უფლების გამოყენებით იყოს გამოწვეული, რადგან მათთვის არ იყო მოულოდნელი, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა ამ კანონს, რომელიც მოწოდებული იმისკენ კი არ იყო, რომ ის ხარვეზი გამოესწორებინათ, არამედ მოწოდებული იყო იმისკენ, რომ გვერდი აევლოთ როგორმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, ბუნებრივია მათ ეს მოლოდინი ჰქონდათ. მათი აქტივობა და შეტევა, ნაწილობრივ იმით არის გამოწვეული, რაც პრეზიდენტმა თქვა, ნაწილობრივ იმით, რომ ხელისუფლებაში გადაადგილებებია მოსალოდნელი და ეს ადამიანები, რომელბიც განსაკუთრებული სიმწვავით უტევენ პრეზიდენტს, მოლოდინი აქვთ, რომ პატარა პორტფელებს დიდი პორტფელებით შეცვლიან და ვიღაცას თავს აწონებენ და ეპრანჭებიან. ბევრი მიზეზია, ეს არ არის ახალი ისტორია, ასეთი ისტორიები ადრეც გვინახავს, ტალღისებრი შეტევები პრეზიდენტზე და კიდევ ერთხელ ვიხილეთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42