ომბუდსმენმა ჯანდაცვის სამინისტროს “ბროწლიანის სათნოების სახლთან“ დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა
პოლიტიკა - 15:31, 24 Mar, 2017     924
საქართველოს სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ “ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს.

"სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე, არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას- აღნიშნა ომბუდსმენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42