"პრეზიდენტის მიმართ ,,ოცნების" დეპუტატების განცხადებები კრიტიკის ზღვარს სცდება და ქვეყნისთვის საზიანო შინაარსს იძენს“
პოლიტიკა - 15:04, 24 Mar, 2017     1291
ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შეტევები ქვეყნისთვის საზიანო შინაარსს იძენს.


როგორც "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას ირაკლი აბესაძემ განუცხადა, ყველა ჯერზე როცა პრეზიდენტის მოქმედება არის საზოგადოებისთვის სასარგებლო, თუმცა არ შეესაბამება ქართული ოცნების პოლიტიკურ დღის წესრიგს, მმართველი ძალა მარგველაშვილის მიმართ შეტევას იწყებს.

"პრეზიდენტის მიმართ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები დასაშვები კრიტიკის ზღვარს სცდება და ქვეყნისთვის საზიანო შინაარსს იძენს. იმის ნაცვლად რომ დათანხმდებოდნენ პრეზიდენტის სამართლებრივ შენიშვნებს და ქვეყანაში შეეზღუდათ უკანონო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა შეტევა განეხორციელებინა პრეზიდენტისადმი და ყველაფრის გადასაფარად დაებრალებინა მისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა. ყველა ჯერზე როდესაც პრეზიდენტის მიმართ ისმის ასეთი მძაფრი კრიტიკა, ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოების თვალში გადაფაროს ის მავნებლური ნაბიჯები, რომელიც იმ პერიოდში იდგმება მათ მიერ. ასე იყო როდესაც პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოტანის დროს, რითაც გარკვეულწილად ეკონომიკური განვითარების შეფერხება მოხდა. თუმცა მაშინ საკითხი ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო. დღეს კი თვითონვე აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო და ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნებს ამ ფუნქციას. ასევე იყო როდესაც პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენა საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის დროს, რომელსაც მმართველი გუნდი საერთო სასამართლოების მესამე ტალღად ასაღებდა, თუმცა ეს სინამდვილეში მათი პოლიტიკური ზეგავლენის გაზრდის მცდელობა იყო სასამართლოებზე. ყველა ჯერზე როცა პრეზიდენტის მოქმედება არის საზოგადოებისთვის სასარგებლო, თუმცა არ შეესაბამება ქართული ოცნების პოლიტიკურ დღის წესრიგს, პრეზიდენტი იღებს ხელისუფლების მძაფრ კრიტიკას"- განუცხადა "ნიუპოსტს" ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი ძალის განცხადებებს გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ,,არის მცდელობა ვეტო იქნას წარმოდგენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42