საქართველოში სამხედრო რეზერვისტობა ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი გახდება
პოლიტიკა - 14:31, 24 Mar, 2017     5329

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე რეზერვის კონცეფციის პროექტზე მსჯელობენ, პროექტი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს. პროექტით განსაზღვრულია, რომ სამი კომპონენტი შეიქმნება. პროექტით ასევე განსაზღვრულია ის საკითხი, რომ საქართველოში სარეზერვო სამსახური ანაზღაურებადი იქნება, ამავდროულად ნებაყოფლობითი.

რეზერვისტები ორი სახის მომზადებას გაივლიან, საბრძოლო-ინტენსიურსა და სამობილიზაციო-მოკლევადიანს. კონცეფციის ავტორების განცხადებით, რეზერვისტთა შესაძლებლობები და პროფესიული უნარჩვევები სრულ თანხვედრაში იქნება შეიარაღებული ძალების პროფესიულ ქვედანაყოფებთან.

წვრთნების ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს არ აღემატება.

კონცეფციით განსაზღვრულია სპეციალისტების რეზერვის შექმნა, რომელიც ერთგვარი კიბერ სპეციალისტთა რეზერვი იქნება. ამ რეზერვში მყოფი ადამიანები გააგრძელებენ სამოქალაქო ცხოვრებას და ამავდროულად ჩარიცხულები იქნებიან რეზერვის სამსახურში.

„რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც კი მიიღებენ, თუმცა წელიწადში, საერთო ჯამში 45 დღე იქნებიან გამოძახებული, მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რასაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით სამხედრო რეზერვი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42