ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა მოუგო - სასამართლოს განცხადება
პოლიტიკა - 14:04, 24 Mar, 2017     1003

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

სასამართლო მიღებული გადაწვეტილებას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე ეკატერინე მიშველაძის სარჩელი, მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ. სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა.
სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკატერინე მიშველაძესთან შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო დაეკისრა მისთვის კომპენსაციის გადახდა 30 ათასი ლარის (დარიცხული) ოდენობით.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების და გადაცემის გაუქმების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს გადახდა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ ეკატერინე მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა მოსარჩელის შრომითი უფლებები. სახელდობრ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, დამსაქმებლის მხრიდან, მოსარჩელისათვის სათანადო წესით არ იქნა შეთავაზებული კონკრეტული წინადადება სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა განუსაზღვრელი ვადით არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ერთი გადაცემის დახურვა საფუძვლად ვერ დაედება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. სასამართლომ ისარგებლა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოპასუხე მხარეს, ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული - 30 ათასი ლარის (დარიცხული) ოდენობით. სასამართლოს არ დაუდგენია დამსაქმებელ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან დასაქმებული ეკატერინე მიშველაძის მიმართ რაიმე ნიშნით, (მათ შორის პოლიტიკური) დისკრიმინაციის ფაქტი.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42