მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება
პოლიტიკა - 11:39, 24 Mar, 2017     1001
რომში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, როგორც ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე, სიტყვით გამოვიდა ევროპული ECO ფორუმის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორჰუსის კონვენციის როლი და მისი მნიშვნელობა ევროპული დემოკრატიის გაღრმავებაში.

შეხვედრის მიზანი იყო მთავრობების, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების გაცვლა ორჰუსის კონვენციის ქმედითობასთან დაკავშირებით.

მაია ბითაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობაზე, როგორც უმთავრეს საშუალებაზე, რომლის დებულებების ეროვნულ დონეზე ეფექტიანი იმპლემენტაცია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაღრმავებას.

მაია ბითაძემ, ასევე, ისაუბრა ორჰუსის კონვენციის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. კერძოდ აღნიშნა, რომ ორჰუსის კონვენციით უზრუნველოფილი საზოგადოების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების ეფექტიან რეალიზებას მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, ამ კუთხით, საქართველოში განხორციელებულ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, კერძოდ ისაუბრა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტზე, რომელიც ძალაში შესვლის შემდგომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, მათ შორის, ორჰუსის კონვენციის დებულებების ეროვნული დონეზე ეფექტიან იმპლემენტაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ასევე ორჰუსის კონვენციის შესრულების, იმპლემენტაციის და სხვა რეგიონებში გავრცელების შესახებ შეხვედრასა და რევოლუციური საინფორმაციო შესაძლებლობების მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის გამოყენების შესახებ დისკუსიებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42