პარლამენტის დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 11:02, 24 Mar, 2017     607
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ხელმძღვანელობს, ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და სოციალური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის ვიცე თანათავმჯდომარედ აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას მიესალმა და ევროპარლამენტისა და პარტნიორი პარლამენტების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სხდომაზე, აღმოსავლეთ ევროპაში შრომის ბაზარზე ქალების მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ გამოსვლაში აღნიშნა, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ინტენსიური ჩართვაა საჭირო.

ბექა ნაცვლიშვილმა უთანასწორობის აღმოფხვრისა და ქალთა უფლებების რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.სხდომაზე იმ პრობლემებსაც გაუსვეს ხაზი, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს.

პოლიტიკური და სოციალური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სერგი კაპანაძემ და სალომე სამადაშვილმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილესყურადღება.

თამარ ხულორდავამ სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის კუთხით საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან პარტნიორებსსაქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიღწევები და ამოცანები კიდევ ერთხელ გააცნო და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზანს ემსახურება. როგორც თამარ ხულორდავამ განაცხადა, მედიასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება პროცესების გაუმჯობესებას არ ემსახურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში არ ჩაერთონ.

რეგიონში მედია თავისუფლების მიმოხილვისას, მოწვეულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მედიის თავისუფლების მდგომარეობისა და პლურალიზმის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს.

დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც იმსჯელეს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და სოციალური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში, დელეგაციის ხელმძღვანელთან, თამარ ხულორდავასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, დიმიტრი ცქიტიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გუგული მაღრაძე, სერგი კაპანაძე და სალომე სამადაშვილი მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42