„ანამ დამირეკა და ვუთხარი, მას შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია კანონის ფარგლებში“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:13, 23 Mar, 2017     2158

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი ქალიშვილის, ანა მარგველაშვილი მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ანა მარგველაშვილის ტქმით, მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უთვალთვალებენ, ერთ-ერთ მეგობარს კი ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს დადააკავეს. აღნიშნულ პრეზიდენტი ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა:

„ანამ დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა დაკავება და მიაჩნია, რომ ეს არის უსამართლობა, მითხრა, რომ ის დააფიქსირებს თავის პოზიციას, მე ვუთხარი რომ შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ზრდასრული ადამინი, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება და შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი კანონის ფარგლებში, ამის უფლება აქვს არა მარტო ანას, არამედ ყველა მოქალაქეს და გარკვეულწილად მორალური ვალდებულებაც, რომ იყოს მართალი თავისი მოქალაქეების წინაშე. მე საქმის დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი რომ საზოგადოება ხედავს გარკვეულ პრობლემებს, მე ვუყურებ საზოგადოებას და ვაკვირდები პროცესებს. ჩემი განცხადება ვერ იქნება ასე უბრალოდ ემოციური, ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას მძიმე გამოცდილება აქვს და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჰუმანური სახე მიიღო ოცნების მმართველობამ, თუმცა, გადაცდომები იყო და მე ნათლად დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, იგივე კორცხელის ინციდენტზე, სადაც ძალადობა განხორციელდა. ბევრად უფრო ჰუმანურია ოცნების ხელისუფლება, მაგრამ მოქალაქეების პოზიციას პოლიტიკოსმა უნდა მოუსმინოს და ვუსმენ მეც, რომ როდესმე სადმე რომელიმე ხელისუფლებამ არ გადაამეტოს თავის მოვალეობას. ეს არის ის, რაც ინარჩუნებს თავისუფალ საზოგადოებას, არა ნიშნების დაწერა, რომ ყევლაფერი კარგად არის, არამედ თვალყურის დევნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42