„პრეზიდენტის არჩევის უფლებას რომ ართმევ, უნდა იცოდეს ხალხმა რატომ?“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:12, 23 Mar, 2017     1716

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშრებით გუორგი მარგველაშვილი საუბრობს. პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ კომენტარი ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გააკეტა და განაცხადა, როდესაც ადამიანს არჩევანის უფლებას ართმევენ, უნდა აუხსნან ისიც, თუ რატომ:

„რატომ გინდა კონსტიტუციის ცვლილება, ეს დაგიკვეთა შენ ხალხმა? ამისთვის აგირჩია? როდესაც ჩავდივარ რეგიონებში, მე ვხედავ საზოგადოების დაკვეთას რომ მათ სურთ მეტი თვითმმართველობა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სოციალური უფლებები იყოს დაცული, მოდის შეკითხვები, თუ როგორი უნდა იყოს არჩევის ფორმა? მეკითხებიან, რატომ გვართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას? მეკითხებიან ხომ არ იცით, რატომ გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე? მეც ეს კითხვა მაქვს, სად გადაწყვიტა ქართელმა ხალხმა რომ ჩვენ გვინდა საპარლმარნტო მოდელი? ეს კითხვები გამაღიზიანებელია? რატომ არ შეიძლება რომ გავიგოთ საზოგადოების აზრი. ეს არ არის პრობლემატური, არ არის საშიში ხალხთან ურთიერთობა. მათ ბევრი რამე აწუხებთ, იმ ფონზე რომ არის პრობლემები, ბევრ სტუდენტს უჭირს გადასახადის გადახდა. არის პრობლემები, მაგრამ ასევე არის საინტერესო ხედვები თუ როგორ ვიცხოვროთ როგორც ერმა.

პრეზიდენტის არჩევის უფლებას რომ ართმევ, უნდა იცოდეს ხალხმა როგორც მინუმიმ, თუ რატომ? ამ უფლებას რომ მართმევ ამიხსენი, მე რა მექნება აქედან უკეთესი. როცა აღარ წავალ არჩევნებზე, როცა არ მოვისმენ პოლიტიკოსების დაპირებებს, რომ არ მისრულებენ ეგ ერთია, მაგრამ რა მექნება უკეთესი, ხომ უნდა ამიხსნა?!

ბევრს ვისმენ ხოლმე სხვადასხვა ინტერპრეტაციებს და ვერსიებს, ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადავდგი. სახარებაში არის კი ან არა, დანარჩენი ეშმაკისაა, მკითხეთ და გეტყვით, მე არაფერს ვიტყუები. ამ პრბლემებზე ვსაუბრობდი შევარდნაძის, სააკაშვილის დროსაც, და იგივეს ვსაუბრობ ახლაც, არც მოსმენებთან დაკავშირებით, არც ხელისუფლების უზურპაციასთან დაკავშირებით, ერთი და იგივეს ვლაპარაკობ და მოსაწყენიცაა. ზოგისთვის ხან გამაღიზიანებელია, ხან გუნდის ღალატია, სააკშვილის დროს ეროვნული ინეტერსების ღალატი იყო. ბოლო 20 წელია ერთი და იგივეს ვსაუბრობ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42