საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, იყოს ქვეყნის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„ვინ მონაწილეობდა ჩემს მიმართ რამე მოლოდინში, ან რომელ განხილვაში?! ის ადამიანები ვინც ნაციონალური მოძაობის დროს მეხუთე მეექვსე ეშელონს შეადგენდნენ დღეს მე წარმომიდგენს პრეტენზიებს ოცნების სახით ამა თუ იმ საკითხებზე. არ ვაპირებ ჩავერთო ურთიერთშეურაცხმყოფელ დისკუსიაში. ჩემი პოლიტიკური აქტივობა პირველივე დღიდან იყო ნათელი, მე მაქვს ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, ვიყო ქვეყნის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი. ამ კონტექსტში შევინარჩუნო და გავაძლიერო სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც დავიწყე იგივეს ვაკეთებ, ეს არის ჩემი ვალდებულება, რაზეც მე დავდე ფიცი მოქალქეების წინაშე.
რაც შეეხება ჩემი გუნდის წევრებს, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ძალიან მაღალი პოლიტიკური დარგობრივი კვალიფიკაცია და მორალური წარსულიც. ანა დოლიძეს რომელსაც მეხუთე მეექვსე ეშელონის ადამიანები კითხვის ნიშნებს უსვამდა, ანა დოლიძეს რომელიც იბრძოდა ბოლომდე, გიორგი აბაშიშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და სხვებიც, მათ ჩემი სრული ნდობა აქვთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






