უკანასკნელ დღეებში მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან პრეზიდენტის ინსტიტუტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გიორგი მარგველაშვილი პასუხობს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, შეურაცხმყოფელი ეპითეტები წარმოდგენილია იმისთვის, რომ მისი გუნდი ჩართონ შოუში, რომელიც პრობლემების გადაფარვის მცდელობაა:
„შეურაცხმყოფელი ეპითეტები არის იმისთის, რომ ჩაგვრთონ იმ შოუში სადაც ერთმანეთს ვლანძღავთ და ამ ფონზე გადაიფარება პრობლემები. აქამდე ოცნება და ნაციონალები იყო დაპირისპირებული და ახლა ახალი სცენარია საჭირო. არ ჩავერთვები და ძალიან იოლად ვახერხებ, რომ ამ შეურაცხყოფებს თავი ავარიდო. კომიკური ვითარებაა. გამოდიან და ამბობენ, რომ მე ამით ქვეყნის უსაფრთხოებას ვასუსტებ, მე ამ დისკუსიაში არ ჩავერთვები, რადგან ჩვენი ქვეყნისთის სხვა რამე ამნიშველოვანი, ის რომ უფროს სტაბილური უსაფრთხოების სისტემები ავაგოთ, ეკონომიკრუ პრობლემებს მივხედოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






