საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლების სამჯერ გამოყენების საკითხზე საუბრობს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა,
„თუ გავიხსენებთ იმ ვეტოების ისტორიას, რომელიც აქამდე განხორციელებულა, ყველა ეტაპზე ჩვენ ვხედავდით რომ ვეტო ყოფილიყო გაშარჟებული, რომ ამას დავძლევთ, გეგონება ამის დაძლევას რამე პოზიტივი მოაქვს.
პირველი ვეტო ეხებოდა მოსმენებს, ეს პრობლემა ეხება საქართველოს მოსახლეობას. მე მხარს ვუჭერდი იმ აქციებს რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მხარს ვუჭერდი რომელიც მერე იყო და მე ვარ მომსწრე იმისა, თუ როგორ დადგა ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება შარშან, თუ როგორ მიმდინარეობდა მორალური ტერორი. ჩვენ უნდა ავაგოთ ისეთი სისტმა, რომლითაც მოქლაქეები ენდობიან სპეცსამსახურებს. რეალურად ქვეყნის უსაფრთხოება იწყება ამ ნდობით.
პირველი ვეტო დაიძლია დიდი წარმატებით და ისეთი სიხარულით გეგონება ახალი ქარხანა გაიხსნა, ან დასაქმების ახალი პროგრამა იქნა განხორციელებული, ან რამე ახალი საერთაოშიროს ხელსეკრულება დავდეთ. ამის შემდეგ ცვლიელები ისე განხორციელდა, როგორი შსწორებებიც მე შევიტანე.
მეორე ვეტო ეხებოდა ბანკის თემას, აქაც იყო მთელი ინსუნიაციები, რომ ლარის ვარდნა მე დამიკავშირდა ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა, ძივს იქნა დამნაშავე ნაპოვნი და დაძლიეს ის ვეტო და ახლა ზუსტად იგივე პუნქტები რაც ვეტოში მქონდა დაფიქსირებული წარმოადგინეს როგორც ახლაი კანონი.
შემდგომ იყო სასამართლოების კანონი და ერთ დღეში გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. პოლიტიკური შემადგენელი რომ ქონდეს ამ ვეტოს და არა ვალდებულების განხორციება, თუ მიმაჩნია რომ შესწორებელია და უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია... მე არ დავიღლები ჩემი მოვალეობის შესრულებაში. არი მცდელობა ვეტო წარმოადგინონ, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ეს დაპირისპირება ჩემთვის მოსაბეზრებელია, მუდმივი ვნებათაღელვა, მსმენელისთვისაც მოსაბეზრებელია, მაგრამ მე მაქვს ჩემი ვალდებულება და თუ ვხედავ, რომ ქვეყნისთვის არის ასე უკეთესი, ეს უნდა გავაკეთო და ვაკეთებ კიდეც. მობეზრდა ხალხს ტემპერატურის ხელიოვნური აწევა.
ოცნების გარკევული ჯუფისთვის ეს მოსახერხებელია, რომ გადაიფაროს პრობლემები, რომ ეკონოიკა ვერ ვითარედება დასაქმების პრობელმაა, ეს დაპირიპისრება მათთვის მომგებიანია. ეს პოლიტიკური ტრიუკია, რომლის მომსწრენიც ვართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






