პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პოლიტიკა - 19:54, 23 Mar, 2017     1023

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო. „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები (სულ 20 საკანონმდებლო აქტი) პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი წინა წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის: პენიტენციურ სისტემაში იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნებათ; კონკრეტული კატეგორიის მსჯავრდებულ დედებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ენიჭებათ; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება; მკვეთრად მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება სასამართლოს კომპეტენცია ხდება, ასევე, იცვლება სასჯელის აღსრულების გადავადების საკითხი; მძიმდება სასჯელი დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევისთვის; რეგულირდება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლთან დაკავშირებული საკითხები; იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები და სხვა.


დეპუტატები წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილ სიახლეებს დადებითად აფასებენ. მათ სესიაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და მინისტრს შეკითხვები დაუსვეს. კახა კახიშვილმა მათ შეკითხვებს უპასუხა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, ასევე, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, გაიზიარა სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. სამინისტრო კვლავ მზადაა დაინტესებულ მხარეებთან ითანამშრომლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42