მსჯავრდებულებისთვის ტელევიზორით სარგებლობის წესი მარტივდება
პოლიტიკა - 19:50, 23 Mar, 2017     1397

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ. აქამდე, ამისთვის, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვა იყო საჭირო.

„პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ტელევიზორით სარგებლობის უფლების მოპოვებადირექტორის თანხმობით არის შესაძლებელი. მხოლოდ მას აქვს დისკრეცია მისცეს მსჯავრდებულს ან არ მისცეს ტელევიზორით სარგებლობის ნებართვა. გთავაზობთ, რომ ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში, ტელევიზორით სარგებლობის უფლება ფუნდამენტური უფლება იყოს, რომელიც დირექტორის გადაწყვეტილებასთან არ იქნება დაკავშირებული“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

ამასთან, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობაზე, ნებართვა კვლავ დირექტორის თანხმობით გაიცემა.

ტელევიზორი ამანათით აღარ მიიღება. მისი შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების მაღაზიაში პროდუქციის ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა სამინისტროს მიერ გაკონტროლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42