მსჯავრდებულები გათავისუფლებამდე მომზადებას გაივლიან
პოლიტიკა - 15:32, 23 Mar, 2017     1657
პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება, რომელშიც განთავსდებიან საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულები, რომელთა მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეს არ აღემატება - აღნიშნულ სიახლეს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული შეძლებს დაეუფლოს კონკრეტულ პროფესიას, უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და ესტუმროს ოჯახს. ასევე, დაწესებულების დროებით დატოვება შესაძლებელი იქნება სწავლის მიზნითაც. მათ საშუალება მიეცემათ სრულ გათავისუფლებამდე მოაწესრიგონ ელემენტარული ყოფითი პირობები და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები; მოძებნონ სამსახური და აშ.

„ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა ადაპტაციას საზოგადოებაში და რეზოციალიზაციას. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენ პრევენციაზეც ვფიქრობთ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მსჯავრდებული დროებით გავიდეს აღნიშნული დაწესებულებიდან და შემდეგ აღარ დაბრუნდეს. შესაბამისად, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში და დაწესებულებაში დროულად არ გამოცხადება ჩაითვლება თავის არიდებად და დაისჯება სისხლის სამართლის კანონით დადგენილი წესით“, - განაცხადა მინისტრმა.

კახა კახიშვილის განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, რომელიც დროულად დატოვებს პენიტენციურ დაწესეულებას, საზღვრის დატოვება აეკრძალება.

მინისტრის თქმით, ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, პენიტენციური სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42