კრიტიკა პრეზიდენტის მისამართით - გუშინ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქციას განხილვა მოჰყვა დეპუტატებს შორის.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელი განცხადებით, დაპირისპირება მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის რამდენიმე წლის წინ დაიწყო:
„ეს დღეს არ დაწყბეულა, ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აჩვენა ივანიშვილს, რომ ის არ იქნება ყველაფრის შემსრულებელი ყველა მისი სურვილის და შესაძლებელია ჰქონდეს რაღაცაზე თავისი აზრი. აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, გრძელდება რამდენიმე წელია და ახლა კონკრეტულად მოსმენების კანონზე კიდევ უფრო გამძაფრდა. იმიტომ, რომ მესამედ დაედო ვეტო ამ ამბავს, თავისმხრივ პრეზიდენტსაც აქვს ბრძოლის ინსტრუმენტები და ვართ ქვეყნისთვის რეპუტაციის ძალიან შემლახველ და აბსოლუტურად არასაჭირო კამათსა თუ დაპირისპირებაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






