"2016 წელს სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი"- ომბუდსმენი უსაფრთხო გარემოს პრობლემებზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:16, 23 Mar, 2017     1211
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სამსახუროებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

შსს-ს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას, რომ აუცილებელია შეიქმნას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და განხორციელდეს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, თუმცა სახელმწიფოს არავითარი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა შემთხვევების ნაწილი მაინც. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, სახელმწიფო ამ ტრაგიკული შემთხვევების პრევენციის მიზნით მაინც არ დგამს ქმედით ნაბიჯებს და არ ქმნის კონტროლის ეფექტური მექანიზმებით აღჭურვილ შრომის ინსპექციას.

სახელმწიფოს რეაგირება შემოიფარგლება მხოლოდ ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრევენციას. პრევენციის პოლიტიკის გარეშე კი მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

პასუხისმგებლობა არამხოლოდ სამშენებლო კომპანიებს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება. საჭიროა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო - შრომის ინსპექცია და მათი დარღვევისთვის შესაბამისი სანქციები განისაზღვროს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ ქვეყანაში უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველსაყოფად"- აღნიშნავს სახალხო დამცველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42