გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
პოლიტიკა - 13:34, 23 Mar, 2017     872

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში შსს-ს მიერ შეტანილი წვლილი.

გიორგი მღებრიშვილმა შენგენის ქვეყნებში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შს მინისტრმა სამინისტროში განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც უწყების დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისარს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის, მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმირება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნა და სხვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც ევროკომისიის მიერ პოზიტიურად შეფასდა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა და იოჰანეს ჰანმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მხარდაჭერის მნიშვნელობას სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, როგორიც არის საზღვრის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეფორმირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42