ხელისუფლების ინიციატივას ორთაჭალაში სამტავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშრებით „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აფასებს. კახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება აღნიშნული პროექტის განხორციელებით ცდილობს მეტი კომფორტი შეიქმნას:
,,საუბარი იმაზე, რომ ისედაც ღარიბ ქვეყანაში, სადაც დევნილებისთვის შემწეობის შემცირებას აპირებენ, სადაც დევნილთა ძალიან დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლის გარეშეა, ხელისუფლებას უნდა ახალი კაბინეტები. მათ უნდათ ახალი შენობების აშენება, რომ უფრო კომფორტულად იყვნენ მინისტრები და მინისტრების მოადგილეეები. ეს არის მათი დამოკიდებულება. ხელისუფლებას ხუთი წლის განმავლობაშ თითი თითზე არ დაუდია ჩვენი საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად . პრემია იქნება თუ დანამატები, მანქანა იქნება თუ კაბინეტების მოწყობა, ეს არის მათი მთავარი პრიორიტეტი“, განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






