„მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მაგრამ კიდევ არსებობს ასეთი პრობლემები. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი სამშენებლო კომპანია პრობლემატური გვყავს, ფინანსურად უჭირთ და აქედან გამომდინარე, ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ჩვენ სამშენებლო კომპანიებთან ბევრს ვმუშაობთ, ასევე საბანკო სექტორთანაც ამ მიმართულებით. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებებს, ამ საკითხს ისე არ ვუყურებთ, რომ ეს არის მხოლოდ კონტრაქტორსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. ეს ფონდები და სახსრები სახელმწიფოს მიერ არის გამოყოფილი. შესაბამისად, კომპანიებს, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ ეს მუშა ხელი, მათ აუცილებლად, დროულად უნდა გადაუხადონ ხელფასები. 1 წუთის დაგვიანება არ გვაქვს სახელმწიფოს თანხების ჩარიცხვის კუთხით, აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრად მოვითხოვთ. სანქციები მრავალმხრივი შეიძლება გამოვიყენოთ. ჩვენ ხელების ამოგრეხვის პრინციპით არ ვმუშაობთ, ვმუშაობთ პარტნიორული პრინციპით. პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი. აქედან გამომდინარე, სფერო დიდია და სამშენებლო კომპანიები იდეალურად ვერ მუშაობენ, გვაქვს შესაძლებლოები, იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რაც დადებული გვაქვს , შესაბამისი ზომები მივიღოთ. გარდა ამისა, დასაქმებულების განცხადების საფუძველზე, შეგვიძლია საგადასახადო სამსახურის კუთხითაც გარკვეული ზემოქმედებები მოვახდინოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






