„პრეზიდენტი პარლამენტს პირდაპირ ეუბნება რა ჩაწეროს კანონში“ - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 12:38, 23 Mar, 2017     1088

ე.წ. მოსმენების კანონი - საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გუშინ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია. აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებზე პარლამენტის მიმართ და მას ტონი დაუწუნა:

„ეს სამი ვეტო და ეს ფორმა ურთიერთობის პარლამენტთან, როდესაც პირდაპირ ეუბნები რა უნდა ჩაწეროს პარლამენტმა კანონში, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია? ჩვენ, პარლამენტარებს უნდა დაგვიწეროს პრეზიდენტმა კანონი? ან რატომ უნდა გვითხრას პრეზიდენტმა, რომ ერთ თვეში უნდა დავწეროთ და არა მაგალითად სამ თვეში, ან რატომ გვეუბნება დღეს ერთს და ხვალ მეორეს? ეს კითხვები დავსვი გუშინ მის წარმომადგენელთან და ვერცერთ კითხვაზე მან პასუხი ვერ ან არ გასცა. ჩემთვის მიუღებელია, როგორც მესამე მოწვევის პარლამენტის წევრისთვის ასეთ ტონალობაში საუბარი, როდესაც მისი სამსახურის ხელმძღვანელები, ვინც არ უნდა იყოს ეს ადმინისტრაციის უფროსი, მოადგილე, მრჩეველი თუ საპარლამენტო მდივანი, შეიძლება პარლამენტს ამ ტონალობაში ელაპარაკო? შენ რომ მიღებულ კანონს ცვლი, პოლიტიკურად პასუხი აგე დეპუტატო?!“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42