"2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება“- ზვიად ხორგუაშვილი
პოლიტიკა - 11:56, 23 Mar, 2017     1707
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ზვიად ხორგუაშვილმა ბრიფინგზე „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველო მძიმე დღეში ჩააგდო.

„ქართული ოცნების მავნებლურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკა მძიმე დღეში ჩააგდო. გადასახადების ზრდამ, ბიზნესის რეგულაციებით დახრჩობამ და სხვა მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ზრდის ტემპი კატასტროფულად შეამცირა და ამ მთავრობის პირობებში საქართველოს განვითარების პერსპექტივა მოუკლა.

2012 წელს საქართველოს მშპ 14.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016 წელს ეს რიცხვი 14.3 მილიარდი აშშ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტორები და ქვეყნის ეკონომიკით დაინტერესებული პირები სწორედ დოლარში უყურებენ ქვეყნის ეკონომიკას და მოცემული რიცხვები მათთვის უარყოფითი სიგნალია.

ხელისუფლების ინფორმაციით 2016 წელს საქართველო 2.7%-ით გაიზარდა, რაც საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 2.2% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ან მაშინ ვერ დაითვალეს სწორად რიცხვები, ან ეხლა ვერ ითვლიან, რადგან 0.5% პუნქტიანი სხვაობა არც ისე დაბალია. ამის მიუხედავად, მოცემული რიცხვები საქართველოსთვის ძალიან მძიმე ვითარებას ასახავს.

2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება, რადგან მოცემული ზრდით, მაგალითად, 2016 წელს ჩვენ ვიქნებით უფრო ღარიბები, ვიდრე დღეს არიან სურინამი, გრენადა, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ჩამოთვლილი ქვეყნები 2030 წლისთვის ბევრად მდიდრები იქნებიან ვიდრე საქართველო იქნება“- განაცხადა ხორგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42