გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მადლობას უხდის
პოლიტიკა - 11:51, 23 Mar, 2017     1400

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის მადლობას უხდის, - გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.

პრემიერის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ გამოკვლევების შედეგებით, სამეგრელოს რეგიონში ვირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება, როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტიკის, შემდგომ ექიმის მომსახურებისა და მედიკამენტების გაცემის კომბინირებული სერვისები. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. ცენტრში, C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობას, ნეიტრალური პასპორტის მფლობელი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ“, - განაცხადა პრემიერმა.

C ჰეპატიტის პროგრამით, უკვე 35 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.

„ეს არის თითქმის 25 ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე განწირული იყო ლეტალური შედეგისთვის. პროგრამა გრძელდება და ასეთი ცენტრები სხვა რეგიონებშიც გაიხსნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანების პროცესზე, რომლის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო იქ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და მალე საქართველოს კიდევ ერთი საკურორტო ზონა ფოთში შეემატება.

„მალთაყვის ძალიან კარგი სანაპირო ზოლი ფოთს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველ ქალაქს ღირსეულად წარმოაჩენს. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42