„ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს“ - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 11:49, 23 Mar, 2017     1231

ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე, ომალოში მცხოვრები მოსახლეობა და მესაზღვრეები დანარჩენ საქართველოსთან კავშირის დამყარებას შეძლებენ სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.

"რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მესაზღვრის დღე. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს მესაზღვრეებს ეს დღესასწაული. მესაზღვრეები არიან ადამიანები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პროფესიას ემსახურებიან - საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას.

მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ სამსახური. მე გახლდით ომალოს სასაზღვრო პუნქტზე, სადაც მივულოცე მესაზღვრეებს პროფესიული დღე. მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. აქვე ვიტყვი, რომ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ არის რაღაც კუთხით შენიშვნა. იქ საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით. ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ. კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს. ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება, როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42