ცხრა პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტს, საერთშორისო საზოგადოებას გაუგზავნის. წერილში დაფიქსირებულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ანექსიას და მოსკოვისთვის დამატებით სანქციებს ითხოვენ.
„რუსეთი აგრძელებს თავის საქმეს. ასე ვთქვათ ოკუპაციას და საბოლოო დაპყრობისთვის, ამ ტერიტორიებისა, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად დგას პოზიციაზე, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში საქართველოს თემა არ უნდა იყოს პრიორიტეტული. ჩვენ მივმართავთ ქვეყნებს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ერთადერთი ენა რაც შეიძლება გაიგოს რუსეთმა“, - განაცხადა „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






