საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 10:49, 23 Mar, 2017     978

დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და სოციალური კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება,სადაც თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში მედიის თავისუფლებისა და შრომის ბაზარზე ქალებისმდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ.

ამასთანავე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალისამიტის მომზადების საკითხებზე იმსჯელებს და აღმოსავლეთ პარტნიორების მოლოდინებს განიხილავს.

ღონისძიებაში ევროპარლამენტის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისმუდმივმოქმედი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

ევროპარლამენტი, ფონდ „ღია საზოგადოებასთან" და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს კონფერენციასთემაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელება და ასოცირების ვალდებულებები ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა დაკორუფციასთან ბრძოლის სფეროში“.

კონფერენციაში პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მიმდინარე წელს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორების შეთანხმებისსაფუძველზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას უკავშირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42