კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
პრემიერ მინისტრის განცხადებით იგეგმება ერთიანი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთავრობო ქალაქი თბილისში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივი იქნება სხვადასხვა მომსახურებების მიღება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ბიზნეს ქალაქიც.
„იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს-სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი, ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისათვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა. რაც ერთის მხრივ იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორეს მხრივ წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






