ეკა ხოფერია წერს, რომ ინტერვიუს ჩაწერის წინ, ვახტანგ რჩეულიშვილმა აღნიშნა, რო მან ბიოფსია გაიკეთა და იმედი ჰქონდა, რომ სერიოზული არაფერი იქნებოდა. თუმცა გაირკვა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
- მეც გავიკეთე ბიოფსია, ლიმფური ჯირკვლების კიბოზე ეპარებათ ეჭვი, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა "ეკა ხოფერიას შოუში", სადაც მან მეუღლისა და მისი ოჯახის შესახებ ისაუბრა.
"ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელოც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი" - წერს ეკა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






